|
2022-05-06 11:24:02, 852 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში კონფერენცია გაიმართა
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ (DIBS) კონფერენციას უმასპინძლა, რომელიც სასწავლო ინსტიტუტებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობას ისახავდა მიზნად. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „სწავლა და განვითარება: გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო მაგალითები“ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტს შორის 5-წლიანი თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. კონფერენციის დახურვაზე მონაწილეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ მიმართა სიტყვით და საჯარო სამსახურისა და კერძო სექტორის ტრენინგ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა, ნიდერლადების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარია ქრისტინა ვან კოლდამმა, კლინგენდაელის აკადემიის დირექტორმა რონ ტონმა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს წარმომადგენელმა თავდაცვის სტრატეგიულ საკითხებში ქლერ ავისონმა. ღონისძიება მიზნად ისახავდა საჯარო და კერძო სექტორის ტრენინგ და სასწავლო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, წარმატებული პროექტების გაცნობას, საუკეთესო გამოცდილებისა და მაგალითების გაზიარებას. სამუშაო შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებმა დისტანციური სწავლებისა და სხვა კრეატიული, ციფრული და ინოვაციური საშუალებების, სწავლისა და ორგანიზაციის მართვის პროცესებში გამოყენების წახალისების მეთოდებიც განიხილეს.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)