|
2022-05-05 21:12:46, 1661 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინა - გერმანია უკრაინის ძლიერ მოკავშირედ რჩება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს. მისივე თქმით, გერმანია უკრიანის ძლიერ მოკავშირედ რჩება. „უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შორის დიალოგი დღეს ნამდვილად შედგა. გერმანია უკრაინის ძლიერ მოკავშირედ რჩება. დეტალების შესახებ ოფიციალური განცხადება გაკეთდება. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ უკრაინის დახმარებაში ევროპის ერთიანობის რღვევის შესახებ რუსეთის იმედები ამაოა“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)