|
2022-05-05 12:02:14, 1085 ნახვა
საზოგადოება
რესპუბლიკური საავადმყოფო, $1.8 მილიონის ახალი სამედიცინო ტექნიკით აღიჭურვა
რესპუბლიკურ საავადმყოფოს, 1.8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების უახლესი სამედიცინო ტექნიკა გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამედიცინო დანიშნულების მოწყობილობები კლინიკას იაპონიის მთავრობამ, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მეშვეობით გადასცა. პროექტი მიზნად ისახავს კლინიკის დიაგნოსტიკური და სამკურნალო შესაძლებლობების გაძლიერებას, სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით და პერსონალის შესაბამისი გადამზადებით. ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრი ტარო ჰონდა, იაპონიის საელჩოს და JICA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელები დაესწრნენ. იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას 2021 წლის ივლისში მოეწერა ხელი. აკად. ნ. ყიფშიძის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული უმსხვილესი სახელმწიფო კლინიკაა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)