|
2022-05-05 10:39:35, 1776 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი უკრაინისა და მის საზღვრებში მყოფი მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად 45 მილიონ ფუნტს გამოყოფს
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისა და მის საზღვრებში მყოფი მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად ახალი პაკეტი გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფრომაციას BBC ავრცელებს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასის განცხადებით, 45 მილიონი ფუნტი (57 მილიონი აშშ დოლარი) აღნიშნული პაკეტი გაეროს სააგენტოებსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაეცემა, რომლებიც ძალადობისა და ზიანის მიყენების ყველაზე დაუცველთა დასახმარებლად მუშაობენ. „ბრიტანული დახმარება უკრაინაში ყველაზე დაუცველებს უჭერს მხარს, განსაკუთრებით ქალებსა და ბავშვებს, რომლებიც სექსუალური ძალადობისა და ექსპლუატაციის გაზრდილი რისკის წინაშე დგანან“, - განაცხადა ტრასმა. გარდა ამისა, ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ თანხები შემდეგნაირად გადანაწილდება:
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)