|
2022-05-04 18:37:17, 970 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი არის სათანადო, ჯანსაღ მდგომარეობაში - ვერ ვხედავთ ვერც მკურნალობის ნაკლებობას და ვერც თვითდაზიანებას
პატიმრის ზრუნვაზე რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, მაგრამ რაც შეეხება თვითდაზიანებას, ამაზე პასუხიმგებლობა პატიმარს ეკისრება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის სათანადო, ჯანსაღ მდგომარეობაში. „ჩვენ დღეს ვერ ვხედავთ ვერც მკურნალობის ნაკლებობას და ვერც თვითდაზიანებას, სინამდვილეში ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილი არის სათანადო, ჯანსაღ მდგომარეობაში, თვითდაზიანებაც არ მიუყენებია მას, ცილებსაც საკმარისად იღებს. ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს. ასეც და ისეც, ჩვენი მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი სათანადო მოპყრობა, რითაც გამოირჩევა არსებული პენიტენციური სისტემა წინა სისტემისგან განსხვავებით. რაც არის პასუხისმგებლობა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და არავის შეხსენება არ გვჭირდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მიხელ სააკაშვილის ოჯახის წევრები მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს გეგმავენ.
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)