18:20 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-04 15:55:50, 1234 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით „შხეფი“ პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს

  „საქართველოს ბანკისა“ და კომპანია „შხეფის“ 4 წლიანი პარტნიორობის ფარგლებში, ლიმონათის მწარმოებელი აქტიურად აგრძელებს განვითარებას. ამჟამად კომპანია მომხმარებელს 10-მდე დასახელების არაალკოჰოლურ ლიმონათს სთავაზობს, რისი რეალიზაციაც ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. სამომავლოდ, პარტნიორობის ფარგლებში „შხეფი“ პროდუქციის მიმართულებების დამატებასა და მის ექსპორტზე გატანას გეგმავს. 


„შხეფი უკვე 7 წელია ოპერირებს ბაზარზე და ვცდილობთ მომხმარებელს მუდმივად შევთავაზოთ სიახლეები. საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი 80,000 ლარის მოცულობის ინვესტიციით წარმატებით განვახორციელეთ გადაიარაღების პროცესი და პარტნიორობის ფარგლებში მივიღეთ შენობის, მოკლევადიანი ხარჯებისა და საბრუნავი საშუალებებისთვის საჭირო დაფინანსება. ეს ჩვენი კომპანიისთვის ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო მდგრადი გახდა წარმოების ციკლი, ვინაიდან გაგვეზარდა ნედლეულის შესაძენად საჭირო რესურსებზე ხელმისაწვდომობა. სამომავლოდ, ვგეგმავთ კიდევ მეტად გავაფართოვოთ წარმოების ხაზი და შეთავაზებული პროდუქციის სახეობები; ასევე, ავითვისოთ საექსპორტო ბაზრები“, - აცხადებს „შხეფის“ დამფუძნებელი, მალხაზ ხარშილაძე.


ინფორმაციისთვის, ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი მომხმარებელს მათ საჭიროებებზე მორგებულ მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს და არაერთი პროექტის პარტნიორია.  ვრცლად, ბანკის ბიზნეს პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bankofgeorgia.ge/ka/business  

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics