|
2022-05-03 13:11:26, 1696 ნახვა
ომი უკრაინაში
Reuters - სლოვაკეთი რუსულ ნავთობზე დაწესებულ ემბარგოს არ შეუერთდება
სლოვაკეთი ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებულ ემბარგოს, გამონაკლისის სახით არ შეუერთდება.ამის შესახებ ინფორმაციას Reuters სლოვაკეთის ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სავარაუდოა, რომ ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე მუშაობას დღეს დაასრულებს. სლოვაკეთი იმპორტირებული ნავთობის უდიდეს ნაწილს რუსეთიდან იღებს. ქვეყანამ განაცხადა, რომ ნავთობის 120 დღის მარაგს ფლობდა. „თუ საქმე ეხება რუსული ნავთობის ემბარგოს, როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდგომი პაკეტის ნაწილს, მაშინ სლოვაკეთი გამონაკლისს მოითხოვს“, - განაცხადა სამინისტრომ როიტერის კითხვებზე საპასუხოდ. შეგახსენებთ, რომ Reuters-ის ცნობით, ევროკავშირმა შესაძლოა დაუშვას, რომ უნგრეთმა და სლოვაკეთმა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე რაუნდის ფარგლებში ნავთობის ემბარგო არ დააწესონ, ვინაიდან ორივე ქვეყანა დამოკიდებულია რუსულ მარაგებზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)