08:04 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-03 12:20:44, 880 ნახვა

საზოგადოება
ბორჯომში კაცმა ცოლს 16-მდე ჭრილობა მიაყენა

ბორჯომში 40 წლამდე ქალი ქმარმა დაჭრა, მას 16-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული, დაჭრილს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. ამ ეტაპზე იგი კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემთხვევა ბორჯომში  1 მაისს მოხდა. რა გახდა დაჭრის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

„ჩვენთან ქალბატონი მრავლობითი დაზიანებით 13:45 საათზე შემოიყვანეს. 16-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. დაზიანებული იყო შინაგანი ორგანოები,  ჩაუტარდა ოპერაცია, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში“,-  ამბობს ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალი“ ხელმძღვანელი, ირაკლი დიასამიძე.

„ექსპრესნიუსი“ მომხდართან დაკავშირებით, დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics