|
2022-05-02 18:45:50, 1717 ნახვა
ომი უკრაინაში
მარიოპოლის მერი - ევაკუაციის პროცესი ძალიან რთულია, რადგან რუსები დაბრკოლებებს ქმნიან
ევაკუაციის პროცესი ძალიან რთულია რადგან რუსები დაბრკოლებებს ქმნიან. - ამის შესახებ ინფორმაციას მარიოპოლის მერი ავრცელებს. მისივე თქმით, რუსეთი კვლავ განაგრძობს ნებისმიერი მოლაპარაკების უგულებელყოფას. "ჩვენ მოვახერხეთ ბომბის თავშესაფრებიდან 100-ზე მეტი ადამიანის გაყვანა, რომლებიც ახლა მიემართებიან უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჩვენ ველით იმ იმედით, რომ რუსული ჯარები მოგვცემენ ამის საშუალებას, ევაკუაციის პროცესი მიმდინარეობს ძალიან მაღალ დონეზე, უშუალოდ უკრაინის პრეზიდენტის და ვიცე პრემიერ-მინისტრის ირინა ვერეშჩუკის მონაწილეობით. ხაზს ვუსვამ, ეს ძალიან რთულია", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)