|
2022-05-02 16:37:34, 1235 ნახვა
საზოგადოება
ახალი „ლიბერთი“ ქალთა გაძლიერებისთვის
„ლიბერთისა“ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სტარტაპ ბიურომ, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში (ICT) გოგოების ჩართულობის შესახებ PechaKucha Night Tbilisi-ს მე-17 ღონისძიებას უმასპინძლა. PechaKucha Nights არის შეხვედრების სივრცე, რომლის დახმარებითაც ინოვატორები, მეწარმეები და ცვლილებების ინიციატორები აუდიტორიას საკუთარ იდეებსა და პროექტებზე უყვებიან. ტოკიოში, 2003 წელს, ახალგაზრდა დიზაინერების მიერ წამოწყებული ღონისძიება დღეს უკვე 1200-ზე მეტ ქალაქში იმართება. საქართველოში PechaKucha Nights 2011 წლიდან ტარდება. წლევანდელი ღონისძიების მიმდინარეობისას, ICT ინდუსტრიაში დასაქმებულმა ქალებმა იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლებსაც გოგოები საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში აწყდებიან. ბიზნესში წარმატების მიღწევის 5 სტრატეგიის შესახებ საინტერესო პრეზენტაციით წარსდგა ბიზნეს მენტორი და ტექნოლოგიური ინდუსტრიის ტრენერი ლინდა პერეირა, რომელიც ამ სფეროში არაერთ პრესტიჟულ ჯილდოს ფლობს. „ლიბერთისა“ რისკების დეპარტამენტის მონაცემთა მეცნიერი, ლოლიტა რურუა საზოგადოების წინაშე, სხვა სპიკერებთან ერთად, თავისი ისტორიით წარსდგა: ,,PechaKucha Night Tbilisi საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გოგოების ჩართულობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ სფეროში ქალებისა და გოგოების თანასწორი კარიერული შესაძლებლობებით უზრუნველყოფა. მოხარული ვარ, რომ ეს ღონისძიება ლიბერთის მხარდაჭერით ჩატარდა. მეც შევეცადე წარმედგინა ჩემი ისტორია, როგორც ლიბერთის მონაცემთა მეცნიერის ჩართულობა მნიშვნელოვან პროექტებში და მესაუბრა, გენდერულ თანასწორობაზე ინდუსტრიაში. ვფიქრობ, აუცილებელია გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა ტექნიკური მიმართულებებით ქალთა ჩართულობის სტიმულირებისა და ცნობიერების ამაღლებისათვის, რათა სტერეოტიპების გავლენის გარეშე, ყველამ თანაბრად შეძლოს აირჩიოს და აკეთოს საქმე, რომელიც ნამდვილად უყვარს" - ლოლიტა რურუა, ეკონომიკის მაგისტრი და ლიბერთის რისკების დეპარტამენტის მონაცემთა მეცნიერი.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)