|
2022-05-02 16:15:32, 2890 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - ლავროვმა ვერ დამალა რუსეთის ელიტის ანტისემიტიზმი, მისი ამაზრზენი კომენტარები შეურაცხმყოფელია
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმიანება და აცადებს,რომ რუსეთის ელიტამ "ვერ დამალა ღრმად ფესვგადგმული ანტისემიტიზმი". მისივე თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყები აჩვენებს, რომ თანამედროვე რუსეთი სავსეა სხვა ხალხების სიძულვილით. "მინისტრმა ლავროვმა ვერ დამალა რუსეთის ელიტის ღრმად ფესვგადგმული ანტისემიტიზმი. მისი ამაზრზენი კომენტარები შეურაცხმყოფელია პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინის, ისრაელისა და ებრაელი ხალხისთვის. უფრო ფართო გაგებით, მისი სიტყვები აჩვენებს, რომ თანამედროვე რუსეთი სავსეა სხვა ხალხების სიძულვილით",- წერს კულება. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იტალიურ ტელეკომპანია Mediaset-ის ინტერვიუს დროს, შეკითვაზე თუ როგორ შეესაბამება უკრაინის „ნაციფიკაციის“ ბრალდებები იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ებრაელია პასუხობს, რომ "ყველაზე თავგამოდებული ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან".
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)