|
2022-04-29 22:07:45, 1880 ნახვა
ომი უკრაინაში
პენტაგონი - რუსეთი დონბასის აღების კამპანიაში გრაფიკს ჩამორჩება
რუსული კამპანია დონბასის რეგიონზე კონტროლის დასაკავებლად გეგმის მიღმაა და ნელა მიმდინარეობს, ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანი ავრცელებს. პენტაგონის აზრით, უკრაინის ჯარების სასტიკი წინააღმდეგობა და სიფრთხილე რუსეთის მიერ კიევის მარცხის შემდეგ, გამოიწვია რეგიონში "ნელი და არათანაბარი წინსვლა". "ჩვენ გვჯერა, რომ არსებითად, რასაც ისინი აკეთებენ, აგრძელებენ პირობების შექმნას მდგრადი, უფრო დიდი და ხანგრძლივი შეტევისთვის."- განაცხადა აშშ-ს მაღალჩინოსანმა. ცნობისთვის, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თქმით, მოსკოვს ახლა უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთში 92 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი ჰყავს, უფრო მეტი კი საზღვრის რუსეთის მხარესაა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)