|
2022-04-29 21:55:25, 1708 ნახვა
ომი უკრაინაში
კლიჩკო - პუტინმა კიევის დაბომბით გაეროს „შუა თითი “ უჩვენა
რაც სიმბოლურია ამ მომენტში არის ის, რომ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში კიევშია. - ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. მისივე თქმით, რუსეთმა გაეროს "შუა თითი აჩვენა". " რაც სიმბოლურია ამ მომენტში არის ის, რომ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში კიევშია. რუსეთის თავდასხმა კიევზე არის მისდამი ე.წ მისალმებაა. პუტინმა ამ მომენტში ჩვენი სახლების დაბომბვით და მათი განადგურებით გაეროს "შუა თითი აჩვენა". პუტინის სამიზნე არ არის სახლები, მისი სამიზნე ადამიანების სიცოცხლეა" - განაცხადა კლიჩკომ. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)