|
2022-04-29 13:12:48, 3326 ნახვა
ომი უკრაინაში
Reuters - აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანა დღეს იგეგმება
უკრაინის ქალაქ მარიუპოლის აზოვსტალის ქარხანიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანა დღეს იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია 28 აპრილს იყო დაგეგმილი, მაგრამ პროცესი ქარხანაში მდებარე საავადმყოფოს დაბომბვის გამო შეჩერდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შემდეგ, აზოვსტალიდან ყველაზე მძიმედ დაჭრილ მებრძოლებს გამოიყვანენ. „დღეს ქარხანიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანის ოპერაცია იგეგმება,“ - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, მშვიდობიან მოქალაქეებს აზოვსტალის ქარხნის დატოვების უფლება მისცა, ხოლო რაც შეეხება მებრძოლებს, პესკოვის თქმით, მათ იარაღი უნდა დაყარონ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)