|
2022-04-29 12:54:35, 2560 ნახვა
ომი უკრაინაში
ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსებმა ხარკოვი 16-ჯერ დაბომბეს - ხუთი ადამიანი დაიღუპა, თერთმეტი დაშავდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსულმა ჯარებმა ხარკოვი უკვე 16-ჯერ დაბომბეს. ქალაქსა და რეგიონში თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი Telegram-ით ავრცელებს. სინუბეგოვის თქმით, დამპყრობლების დარტყმის შედეგად დაზარალდა საცხოვრებელი რაიონები. „ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ხარკოვში განახორციელეს 16 საარტილერიო თავდასხმა, 2 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით და ასევე განხორციელდა ერთი სარაკეტო შეტევა. დღეს დილით ოკუპანტებმა ქვემეხი არტილერიიდან დაბომბეს სოკოლნიკი. დღის განმავლობაში ქალაქსა და რეგიონში დაბომბვის შედეგად დაიღუპა 5 მშვიდობიანი მოქალაქე, 11 კი დაშავდა,“ - წერს სინეგუბოვი. გარდა ამისა სინუბეგოვმა აღნიშნა, უკრაინის არმია თავის პოზიციებს იკავებს. გასული ღამის განმავლობაში მტერმა არ ჩაატარა აქტიური შეტევითი ოპერაციები, არამედ ჩაატარა აქტიური დაზვერვა. ხოლო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთი რუსული სუ-34 გამანადგურებელის ჩამოგდება შეძლეს. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული არმია ანადგურებდა ქალაქებს, სოფლებს და ხოცავდა მშვიდობიან მოსახლეობას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)