|
2022-04-29 12:14:24, 1963 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯონ სალივანი - აშშ ყველაფერს გააკეთებს პუტინისა და მისი მთავრობის სტრატეგიული მარცხისთვის
რუსეთის რიტორიკა ბირთვული იარაღის პოტენციურად გამოყენების შესახებ, ბოლო პერიოდში გამწვავდა "დრამატულად უპასუხისმგებლო გზით", მაგრამ ეს ახალი არ არის, - ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა რუსეთში, ჯონ სალივანმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. სალოვანმა აღნიშნა, რომ უკრაინაში სასტიკი კონფლიქტის დასრულება მხოლოდ ერთ ადამიანზე- რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზეა დამოკიდებული. მაგრამ აშშ ბირთვულ შანტაჟს არ დანებდება და არ მოითმენს ბირთვული იარაღის ჟღარუნსა და ბირთვულ ზღვარზე ყოფნას. „ეს ომი პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით დაიწყო, და დასრულდება პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით. შეერთებული შტატები „ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დარწმუნდეს, რომ ეს გადაწყვეტილება პუტინისა მისი მთავრობისთვის იქნება სტრატეგიული დამარცხება და არა უკრაინაში გამარჯვება,“- აღნიშნა სალივანმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, რომ უკრაინასთან დაკავშირებულ საკითებში ჩარევის შემთხვევაში, რუსეთი მათზე საპასუხო დარტყმებს ელვისებური სისწრაფით მიიტანს. რისთვისაც ყველა საჭირო იარაღი აქვს, რასაც ახლა ვერავინ დაიკვეხნის. შესაბამისად არც თავად დააყოვნებს ფიქრს იმაზე, გამოიყენებს თუ არა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)