|
2022-04-29 11:10:06, 1420 ნახვა
ომი უკრაინაში
ოლექსი არესტოვიჩი - ომი უკრაინის საზღვრებს გასცდება, მისი ჩრდილი უკვე დაეცა მეზობელ ქვეყნებს
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ რუსეთის ომი უკრაინის საზღვრებს გასცდება. ამის შესახებ მან ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა. არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ "ომის ჩრდილი დაეცა მოლდოვას, ის უკვე დიდი ხანია ბელორუსიაზეა და რუსეთის რეგიონზე". "ომი ფართოვდება, ის არ იქნება შეკავებული არც "სპეციალური ოპერაციის" ფარგლებში და არც უკრაინის საზღვრებში. მან ძალიან სერიოზული ჩრდილი მიიტანა და ამ ჩრდილში ჩანს ხანძრის გაჩენა", - განაცხადა არესტოვიჩმა. დნესტრისპირეთში სიტუაციის გამწვავების გამო, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუმინეთში ამერიკული BTG "Stryker Brigade" მოლდოვას საზღვარს მიუახლოვდა. ცნობისთვის, პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი საკმაოდ გრძელი ამბავია და ის შეიძლება 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)