|
2022-04-28 16:08:34, 2409 ნახვა
საზოგადოება
სალომე ჯაში - ვინც „მოთვინიერების“ ჩვენებაზე აპირებდით მოსვლას, კინოაკადემიამ ყველა სეანსი გააუქმა
ვინც კინოს სახლში "მოთვინიერების" ჩვენებაზე აპირებდით მოსვლას, დღევანდელი სეანსის გარდა ყველა სეანსი გააუქმა კინოაკადემიამ, - ამის შესახებ ინფორმაციას რეჟისორი სალომე ჯაში ავრცელებს. მისივე თქმით, კინოაკადემიის დირექტორმა სეანსების გაუქმების მიზეზად დაასახელა, რომ მათთვის მიუღებელია აჩვენონ ნაწარმოები, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს. "ვინც კინოს სახლში "მოთვინიერების" ჩვენებაზე აპირებნდით მოსვლას, დღევანდელი სეანსის გარდა ყველა სეანსი გააუქმა კინოაკადემიამ. მიზეზი, რომელიც მის დირქტორს მინდია ესაძეს აქვს, ისაა, რომ მათთვის მიუღებელია აჩვენონ "ნაწარმოები, რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს". მინდია ესაძეს ფილმი არ უნახავს. და ასევე არ გინახავთ - კი, ფილმი იწვევს აზრთა, ასევე გრძნობათა უფრო მრავალფეროვნებას, ვიდრე სხვადასხვაობას. ქართულ პოლიტიკაზე ფილმში ხსენება არაა და რომც იყოს, მერე რა. ერთი დეტალი. ფილმი ნომინირებული იყო ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე. ხოლო ქართული კინოაკადემია ფილმის საკუთარ დარბაზში გაშვებაზე ამბობს უარს, იმიტომ რომ არ "გაიჭყლიტონ" (ესეც ციტატაა). მოკლედ, ვეძებ დარბაზს, ეკრანს ფილმის ჩვნებების გასაგრძელებლად და მაყურებლისთვის იმ გამოცდილების გასაზიარებლად, რომელიც ფილმის მთელმა გუნდმა ერთად შევეცადეთ შეგვექმნა. შეგახსენებთ, რომ სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი მოთვინიერება კიევის ყოველწლიური კინოფესტივალის International Human Rights Documentary Film Festival Docudays UA საერთაშორისო სექციის DOCU/WORLD გამარჯვებული გახდა.
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)