22:33 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-27 12:29:21, 2167 ნახვა

ომი უკრაინაში
ბორის ჯონსონი - პარადოქსია ის, რასაც ვლადიმერ პუტინი აკეთებს, თუმცა მას უკან დასახევი გზა ჯერ კიდევ აქვს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მიიჩნევს, რომ არ ელოდა უკრაინაში რუსეთის სამხედრო წარუმატებლობას, თუმცა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკან დასახევი გზა ჯერ კიდევ აქვს, ვინაიდან აღარაფერი დარჩენია მანევრირებისა და კონფლიქტის დასრულების გარდა.

შეკითხვაზე, მოელის თუ არა პუტინს მხირდან ომში ბირთვული იარაღის გამოყენებას, მორიგი სამხედრო წრუატებლობის შემთხვევაში, ბორის ჯონსომა უპასუხა, რომ "ამის მოლოდინი არ აქვს".

"იმის ფონზე, თუ რას აკეთებს პუტინი, რათა რუსულ მედიაში არ გავრცელდეს ცნობები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება რეალურად უკრაინაში, პარადოქსია, მაგრამ მას უკან დასახევად მეტ პოლიტიკურ სივრცეს უტოვებს". - განაცხადა ჯონსონმა. 

ჯონსონს ასევე ჰკითხეს მოსკოვსა და ლონდონს შორის დაპირისპირების შესახებ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ბრიტანეთს გაფრთხილება შემოუთვალა - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუკი ბრიტანეთი უკრაინაში რუსეთზე თავდასხმის პროვოცირებას გააგრძელებს, მოსკოვისგან "პროპორციულ პასუხს" მიიღებს. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოჰყვა ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრის ჯეიმს ჰეპეის განცხადებები, რომელმაც BBC რადიოსთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინისთვის რუსეთის სიღრმეებში ლოგისტიკური ხაზების სამიზნეში ამოღება სავსებით ლეგიტიმური იქნება, რადგან თუ ეს ხაზები არ დაირღვევა, ის პირდაპირ წვლილს შეიტანს უკრაინულ მიწაზე მასობრივ მკვლელობებში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics