|
2022-04-27 11:20:21, 1244 ნახვა
საზოგადოება
„კანის ლომებზე“ მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო
„თიბისის“ მხარდაჭერით, უკვე მეშვიდე წელია, საქართველოში კრეატიული ინდუსტრიის ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალი Young Lions Georgia იმართება. კონკურსი მიზნად ისახავს, კრეატიული ინდუსტრიისა და ახალი თაობის მხარდაჭერას. თიბისისთვის მნიშვნელოვანია, მონაწილეებმა ახალი აღმოჩენები გააკეთონ და მათმა ნამუშევრებმა ფესტივალს გარეთაც გააგრძელონ ცხოვრება. „კანის ლომების“ ახალგაზრდულ კონკურსზე მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო. ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველ წყვილს, რომელიც 30 წლამდე ასაკისაა და მარკეტინგის, კომუნიკაციის და კრეატიულ სფეროში საქმიანობს. წელს, მონაწილეებს რეგისტრაცია 4 კატეგორიაში შეუძლიათ: - პრინტი / ბეჭდური რეკლამა - ფილმი / 1 წუთიანი ვიდეო რეკლამა - დჯიტალი // ციფრული კამპანიის დაგეგმვა - მარკეტერი /მარკეტერების კონკურსი Cannes Lions International Festival of Creativity 1954 წლიდან არსებობს და ყოველწლიურად ტარდება საფრანგეთში, ქალაქ კანში. „კანის ახალგაზრდა ლომების“ კონკურსი კანის კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. კონკურსი ივნისის თვეში ტარდება, სადაც 30 წლამდელ რჩეულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავიანთი ქვეყნის სახელით მსოფლიოს პირველობა დაუმტკიცონ. თბილისში კონკურსის ორგანიზატორთა ბრიფინგი 29 აპრილს გაიმართება, ხოლო გამარჯვებული გუნდების დაჯილდოების ცერემონიას 6 მაისს, თიბისი კონცეფტის სივრცე უმასპინძლებს.
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)