11:29 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-26 17:24:50, 1256 ნახვა

სამართალი
​პროკურატურამ, პოლიციელზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ ხუთ პირს, პატიმრობა შეუფარდა

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, პოლიციელზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ ხუთ პირს სენაკის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 24 აპრილს, ქ. სენაკში, გ.წ., ლ.ბ., გ.ჭ., გ.გ., და ა.კ. თავს დაესხნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ გ.ს.-ს და მას იმ მოტივით, რომ პოლიციელი იყო, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.  

საქართველოს პროკურატურამ ხუთივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics