09:47 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-26 17:19:38, 1225 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ევროპის მე-11 კონფერენციაზე სიტყვით წარსდგა

ზურაბ აზარაშვილი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ევროპის მე-11 რეგიონული კონფერენციის გახსნის ცერემონიალს დაესწრო. 

საქართველო აღნიშნულ კონფერენციას პირველად მასპინძლობს. ღონისძიებაზე ევროპისა და ცენტრალური აზიის, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ლიდერები შეიკრიბნენ. მიზანი ისეთი სტრატეგიული საკითხების განხილვაა, როგორიცაა პანდემია, მენტალური ჯანმრთელობა, კლიმატის ცვლილება, ჰუმანიტარული კრიზისი უკრაინაში და სხვა. 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ზურაბ აზარაშვილმა საქართველოსა და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის პარტნიორულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება. 

მისასალმებელი სიტყვით მიმართა საზოგადოებას საქართველოს ვიცე-პრემიერმა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს მთავრობის სახელით, მადლობა გადაუხადა ფედერაციას, მის პრეზიდენტს და გენერალურ მდივანს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

ევროპის მე-11 რეგიონული კონფერენცია საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ გახსნა. ღონისძიებას წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის პრეზიდენტი, ფრანჩესკო როკა,  წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ვიცე-პრეზიდენტი, ჟილ კარბონიე და ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics