21:06 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-25 17:02:40, 1681 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის ვიცე-პრემიერი: სამწუხაროდ, დღეს აზოვსტალიდან ჰუმანიტარულ დერეფნებზე შეთანხმება არ მომხდარა

უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ დღეს აზოვსტალთან ჰუმანიტარული დერეფნების შეთანხმება არ არსებობს. ამის შესახებ მან ტელეგრამის არხზე დაწერა. 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჰუმანიტარული დერეფანი იხსნება ორი მხარის შეთანხმებით. ცალმხრივად გამოცხადებული დერეფანი არ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და შესაბამისად, ფაქტობრივად, არ არის ჰუმანიტარული დერეფანი.

"დღეს რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არის დერეფანი აზოვსტალის გასასვლელად მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ასე რომ, მე ოფიციალურად და საჯაროდ ვაცხადებ: სამწუხაროდ, დღეს აზოვსტალიდან ჰუმანიტარულ დერეფნებზე შეთანხმება არ არსებობს“, - განაცხადა ჩინოვნიკმა.

მისივე თქმით, უკრაინა ითხოვს, რომ ჰუმანიტარულ სვეტში იყვნენ გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ მზად არის ჰუმანიტარული დერეფნისთვის აზოვსტალიდან ის ადგილობრივი დროით 14:00 საათიდან იმუშავებს და გათვლილი იქნება "მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics