|
2022-04-22 10:23:39, 1017 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაზე: ბიზნესმენი არ დატოვეს, რომელიც რეკეტის მსხვერპლი არ იყო
ყველა მიმართულებით მძიმე მდგომარეობა იყო, მაგრამ განსაკუთრებით გამორჩეული იყო ადამიანის უფლებები, დემოკრატია, რაც იყო აბსოლუტურად ფეხქვეშ გათელილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე საუბრისას განაცხადა. „ციხეები იყო სრული ლუსტრაცია იმ უმძიმესი რეჟიმის, რომელიც მაშინ ჩამოყალიბებული იყო. ციხეები გადავსებული იყო, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაფერზე მეტყველებს. როცა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებას ერთ და ორ წელიწადში 12-ჯერ ახერხებ, შეგიძლიათ განსაჯოთ - საიდან სად მივედით თუნდაც ერთი და ორი წლის მუშაობის შედეგად. შეიცვალა რეჟიმი, სისტემა, მიდგომა და ამან შედეგად მოგვცა 12-ჯერ შემცირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ციხეებში. აღიკვეთა წამება, არაადამიანური მოპყრობა. რომ ავიღოთ ნებისმიერი მიმართულება, იგივე შეკრების თავისუფლება - სრული სისასტიკე, რასაც აჩვენებდა ნებისმიერი მცდელობის მიმართ მაშინდელი ხელისუფლება. ბიზნესის რეკეტი, რაც იყო ადამიანის უფლებების ხელყოფის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება. 2010 წელს მომიწია ბიზნესმენებთან სუფრაზე ყოფნა, სადაც დაახლოებით 15 საშუალო ბიზნესმენი იყო, 15-ვეს ჰქონდა რეკეტის საკუთარი ისტორია. ფაქტობრივად, ბიზნესმენი არ დატოვეს, რომელიც არ იყო რეკეტის მსხვერპლი, ფაქტობრივად ქურდის ინსტიტუტის ნაციონალიზაცია მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, რაც იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება ადამიანის უფლებების ხელყოფის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)