|
2022-04-21 16:36:00, 2981 ნახვა
ომი უკრაინაში
პეტრ ანდრიუშჩენკო- მარიუპოლის სიახლოვეს მასიური საფლავები აღმოვაჩინეთ
დონეცკის ოლქში მარიუპოლის სიახლოვეს მასიური საფლავები აღმოაჩინეს,- ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა. ანდრიუშჩენკოს თქმით, ყველა ცხედარი პლასტმასის ჩანთებში იყო მოთავსებული, რაც ადასტურებს წინასწარ ინფორმაციას გარდაცვლილთა ცხედრების სხვა ადგილას - მარიუპოლის ინდუსტრიული ზონის მიდამოში დაგროვების შესახებ. თითოეული ასეთი საფლავის ზომა 30 მეტრს შეადგენდა. „დიდხნიანი ძებნისა და დაღუპული მარიუპოლის მოსახლეობის მასობრივი საფლავების იდენტიფიკაციის მცდელობის შემდეგ, ჩვენ მასიურ საფლავებს სოფელ მანგუშში მივაკვლიეთ. შემოვლითი გზის მიმდებარედ ოკუპანტებმა რამდენიმე მასიური საფლავი გააკეთეს, თითოეული 30 მეტრამდე ზომისაა. სატვირთოებს მოაქვთ დაღუპულთა ცხედრები და მათ ფაქტობრივად ერთად ყრიან. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება ომის დანაშაულებისა და მათი დამალვის მცდელობაზე,“ -განაცხადა ანდრიუშჩენკომ. შეგახსენებთ, რომ რუსული ჯარები უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრნენ. სარაკეტო დარტყმები დაიწყო მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქ კიევთან ახლოს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)