16:57 - 04 Jul, 2026
|
2022-04-21 11:17:24, 3565 ნახვა
ომი უკრაინაში
ბორის ჯონსონი: პუტინთან მოლაპარაკება ნიანგთან ლაპარაკს ჰგავს, რომელიც ფეხს გიჭერს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ეჭვი ეპარება უკრაინის საკითხზე რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატებაში. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის განცხადებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა განაგრძოს უკრაინის შეიარაღება, რადგან რუსეთი აძლიერებს თავდასხმებს აღმოსავლეთ უკრაინაში. „როგორ შეიძლება ნიანგთან მოლაპარაკება, როცა მას ფეხი ყბაში აქვს? ეს არის უკრაინელების წინაშე არსებული სირთულე. ჩვენ უბრალოდ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი სტრატეგია, გავაგრძელოთ იარაღის მიწოდება," - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა. ჯონსონის თქმით, პუტინმა მიანიშნა, რომ მას სურს უკრაინის მეტი ტერიტორიის ხელში ჩაგდება და შესაძლოა ახალი შეტევა დაიწყოს დედაქალაქ კიევის წინააღმდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)