|
2022-04-20 18:29:08, 2430 ნახვა
ომი უკრაინაში
ხერსონში, ცნობილი პრორუსი ბლოგერი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს
დროებით ოკუპირებულ ხერსონში, ცნობილი პრორუსული ბლოგერი და ფსევდო მოხალისე ვალერი კულეშოვი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საოლქო საბჭოს დეპუტატი სერგეი ხლანი თავის ფეისბუქის მეშვეობით ავრცელებს. „ცნობილია, რომ კულეშოვს ესროლეს შუმენის მიკრორაიონში, საკუთარი სახლის შესასვლელთან. ნაცრისფერ მაზდაში იჯდა. შემთხვევა 20 აპრილს, კიევის დროით 08:15 საათზე მოხდა. ადგილობრივები მას, როგორც პრორუს ბლოგერს იცნობდნენ. ომის აქტიური ეტაპის დაწყებიდან კულეშოვი პირდაპირ ეთერში ბრძოლის ველიდან მაუწყებლობდა“ , - წერს დეპუტატი. ხლანი ასევე აღნიშნავს, რომ გავრცელებული ვარაუდით კულეშოვი რუსებისთვის აქტივისტისა და საზოგადოებრივი აზრის ლიდერის როლს ასრულებდა. „ხერსონში გრძელდება მოსახლეობის დამპყრობლების აგიტაცია კვაზი რესპუბლიკის მოწყობის მიზნით, მაგრამ ხერსონელები არ ნებდებიან. მოითმინეთ, ჩვენ მალე იქ ვიქნებით", - დასძინა დეპუტატმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)