|
2022-04-20 11:10:52, 1416 ნახვა
ომი უკრაინაში
ირინა ვერეშჩუკი - რუსეთთან შეთანხმებას მივაღწიეთ და დღეს მარიუპოლიდან ჰუმანიტარულ დერეფანს გავხსნით
უკრაინის ხელისუფლებამ 20 აპრილს მარიუპოლში რუსული ძალების წარმომადგენლებთან შეთანხმება მოახერხა და შუადღისას, ბავშვებისა და მოხუცებისთვის, ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება. ამის შესახებ უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა. ვერეშჩუკმა ასევე დასძინა, რომ უსაფრთხოების ვითარება რთულია, ამიტომ შესაძლოა ცვლილებები მოხდეს დერეფანში. "შეკრება მარიუპოლში დღეს, 20 აპრილს, 14:00 საათიდან ტაგანროგისა და 130-ე ტაგანროგის დივიზიის კუთხეში. სვეტი იმოძრავებს მარშრუტის გასწვრივ: მარიუპოლი-მანგუშ-ბერდიანსკი-ტოკმაკ-ორიხივი-ზაპოროჟიე. უსაფრთხოების ძალიან რთული სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა ცვლილებები მოხდეს დერეფანში. ამიტომ, გთხოვთ, მიჰყევით შესაბამის ოფიციალურ განცხადებებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ყველაფერი გამართულად იმუშაოს“ , - წერს ვერეშჩუკმა Telegram-ში. ცნობისთვის, სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ხაზისა და ოკუპირებული ქალაქებიდან ჰუმანიტარული დერეფნები ბოლო სამი დღის განმავლობაში დაკეტილი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)