|
2022-04-19 15:32:57, 1800 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის სამხედრო ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ქალაქი კრემინა დაიკავეს
რუსეთის სამხედრო ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ქალაქი კრემინა დაიკავეს. ამის შესახებ ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, სერგიი გაიდაიმ განაცხადა. მისივე თქმით, რუსული ძალები ქალაქს „ყველა მხრიდან“ დაესხნენ თავს და 3 დღიანი ბრძოლის შემდგომ უკრაინის სამხედროებმა უკან დაიხიეს და კრემინა დატოვეს. „ჩვენი დამცველები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ. ისინი ახალ პოზიციებზე გადავიდნენ და კვლავ განაგრძობენ ბრძოლას რუსეთის არმიასთან",- აღნიშნა გაიდაიმ. როგორც სერგიი გაიდაიმ დასძინა, ოკუპირებულ კრემინა შეუძლებელი გახდა მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაღუპულთა რაოდენობის დათვლა. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)