|
2022-04-18 16:43:20, 1657 ნახვა
ომი უკრაინაში
ლვოვში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 წლის ბავშვი
ლვოვში, რუსული ჯარების მიერ განხორციელებული, ხუთი სარაკეტო დარტყმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. დაშავებულთა შორის იყო 3 წლის ბიჭი ხარკოვიდან. ამის შესახებ ინფორმაციას ლვოვის მერი ანდრეი სადოვოი ავრცელებს. მისი ცნობით, ბიჭი და დედამისი ხარკოვიდან ომისგან თავის დასაღწევად ჩამოვიდნენ. ამ ეტაპისთვის ბავშვმა ყველა საჭირო დახმარება მიიღო და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „ეს არის მშვიდობიანი მოსახლეობის პირველი დაღუპვა ჩვენი ქალაქის ტერიტორიაზე. ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი 30 წლისაა. ჩვენ გლოვობთ დაღუპულებს, მაგრამ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად. შეიძლება გაძლიერდეს თავდასხმები სამოქალაქო ობიექტებზე. უკრაინაში დღეს არ არსებობს უსაფრთხო ქალაქები. ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ვთხოვ ყველა მცხოვრებს - როცა სირენის ხმას გაიგებთ, გთხოვთ, წადით თავშესაფარში! “ , - განაცხადა მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)