|
2022-04-18 15:03:53, 1823 ნახვა
საზოგადოება
ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა - ახალი ფუნქციონალი „საქართველოს ბანკის“ მობილბანკში
„საქართველოს ბანკის“ მუდმივად ცდილობს მომხმარებელს მისთვის საჭირო სიახლეები შესთავაზოს. ამჯერად მობილბანკს ახალი ფუნქციონალი - ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა დაემატა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფუნქციონალის დახმარებით უკვე მარტივად და კომფორტულად, მობილბანკიდან შეძლებთ სასურველი კომპანიისგან სადაზღვეო პოლისის შეძენას. ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა წინასწარ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, ავტომობილის მართვისას მესამე პირისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას გულისხმობს. პროდუქტი როგორც მესამე პირის ქონების დაზიანების, ასევე მისი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ხარჯებს ითვალისწინებს. ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა ფიზიკური პირების მფლობელობაში არსებულ ისეთ მსუბუქ ავტომობილებზე ვრცელდება, რომელიც არ გამოიყენება კომერციული მიზნებისთვის. სადაზღვეო პოლისის ვადა 1 წელია. დამატებით დეტალებს აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით „საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ახალი ციფრული პროდუქტებისა და სერვისების დანერგვას, რათა მომხმარებლებს კიდევ უფრო ყოვლისმომცველი და კომფორტული ციფრული გამოცდილება შევთავაზოთ. ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის მეშვეობით, მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა სხვადასხვა სადაზღვეო პირობებს შორის მისთვის სასურველი პოლისი მობილბანკიდან, მაქსიმალურად სწრაფად და კომფორტულად შეიძინოს. აღნიშნული ერთ-ერთია იმ უამრავ ინიციატივას შორის, რომელსაც ბანკი მომხმარებლის საჭიროებებისა და სურვილების გათვალისწინებით ნერგავს. ჩვენი მიზანია, მობილბანკისა და სხვა ციფრული არხების გამოყენებით, კიდევ უფრო მეტ საჭირო სერვისსა და პროდუქტზე მივცეთ მომხმარებლებს მარტივი წვდომა. გვჯერა, ეს კიდევ უფრო კომფორტულს გახდის ჩვენი მომხმარებლისთვის როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო ოპერაციების შესრულებას. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მომხმარებლის უკუკავშირის საფუძველზე სიახლეების შეთავაზებას. მობილბანკის შესაძლებლობები უსაზღვროა“, - აცხადებს საქართველოს ბანკის ციფრული მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან კობახიძე.
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)