|
2022-04-18 13:29:48, 1190 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს ექნება შესაძლებლობა, გვერდი აუაროს სანქციებს
საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს ექნება შესაძლებლობა, გვერდი აუაროს სანქციებს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კიევიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინულმა მხარემ გაიზიარა მათი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს არ აქვს ისეთი ინსტრუმენტები ორმხრივი სანქციების კუთხით, რომლითაც შეიძლება, რაიმე ეფექტი მოახდინონ რუსეთის გადაწყვეტილებებზე. "უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემაც აღნიშნა, რომ მათ შორის საერთაშორისო საფინანსო რეგულაციებს, საქართველო, როგორც საერთაშორისო სისტემის ნაწილი, რა თქმა უნდა, ავტომატურად უერთდება და ამ კუთხით რაიმე პრეტენზიები არ არსებობს. რაც შეეხება ორმხრივ სანქციებს, აქაც სხვათა შორის კარგია, რომ ოპოზიციურმა წარმომადგენლებმაც ზუსტად გამოიტანეს ის ფორმულირება, რომელიც ითქვა იქ თავმჯდომარის მხრიდან, რომ საქართველოს იქნებ განეხილა ორმხრივი სანქციების შესაძლებლობები, სადაც შეიძლება, იყოს. ჩვენ ამაზეც გვქონდა გულახდილი საუბარი, რომ რასაც ვუყურებთ და ამაზე ვფიქრობ, უკვე პოლიტიკური სპექტრიც თანხმდება, რომ ჩვენ არ გვაქვს ისეთი ინსტრუმენტები ორმხრივი სანქციების კუთხით, რომლითაც შეიძლება, რეალურად რაიმე ეფექტი მოვახდინოთ, ვთქვათ, რუსეთის გადაწყვეტილებებზე. მთავარი ამ კუთხით უკრაინისთვისაც და ჩვენთვისაც არის შემდეგი: რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს ექნება შესაძლებლობა, გვერდი აუაროს სანქციებს და ეს არის მთავარი“, - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, 16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა, კიევში გაემგზავრა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)