|
2022-04-17 01:57:22, 1086 ნახვა
საზოგადოება
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში დაიწყო
რეფორმის პრეზენტაცია კახეთის რეგიონში საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გახსნეს. მთავრობის მეთაურმა აზომვითი სამუშაოების დემონსტრაციაშიც მიიღო მონაწილეობა და უახლესი თაობის დრონის აპარატისა და შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით მიწის ნაკვეთი აზომა. საქართველოს პრემიერმინისტრმა პრეზენტაციაზე მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიწის რესურსის 1/3 დღემდე არ არის რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მილიონ 200 ათასი ჰექტარი მიწის ნაკვეთი გამოთიშულია ეკონომიკური ბრუნვიდან. „ჩვენ ვაჩქარებთ მიწის სისტემურ რეგისტრაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროექტი განხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს მოიცავს ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტს, ათასზე მეტ ადმინისტრაციულ ერთეულს და 4000-ზე მეტ დასახლებას... მიწის სისტემური რეგისტრაცია არის სრულიად უფასო", – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა და მადლობა გადაუხადა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს, პროექტის პარტნიორ მსოფლიო ბანკს და პროექტში ჩართულ პროფესიონალებს. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიწაზე საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს; მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი კი, ამ უფლების რეალიზაციისათვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია: „ამ პროექტის დასრულების შემდეგ გაირკვევა, ვინ არის კონკრეტული ნაკვეთის მესაკუთრე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე... პროექტი მიმდინარეობს გარკვეული გრაფიკით და დასრულდება 2024 წელს. ეს ნამდვილად ისტორიული მოვლენა იქნება, როდესაც 2024 წელს პრობლემები, რომლებიც გვაქვს დღეს, აღარ იარსებებს". რატი ბრეგაძემ მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტს და პროექტში ჩართულ თითოეულ თანამშრომელს, რომელთა შრომის გარეშე პროექტი ვერ განხორციელდებოდა. პროექტის პრეზენტაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ოლეგ თორთლაძემ გამართა. ღონისძიებაზე მიწის სისტემური რეგისტრაციისათვის განკუთვნილი ტექნიკაც იყო წარმოდგენილი. პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის უწყებამ 174 მაღალი გამავლობის მანქანა, 233 GPS როვერი, 233 პლანშეტი შეიძინა. უახლესი ტექნოლოგია და რეგისტრაციის ელექტრონული პროცესი პრაქტიკულად გამორიცხავს მიწის ნაკვეთების გადაფარვას და ცდომილებებს. რეფორმაში უწყების 1000-ზე მეტი თანამშრომელია ჩართული, პროექტის ჯამური ღირებულება კი, 120 მილიონ ლარს შეადგენს. მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სახელმწიფო მოქალაქეებს როგორც საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ, ისე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებს ურეგისტრირებს. ყველა მომსახურება მესაკუთრეებს ადგილზე, ოფისში მისვლის გარეშე, უფასოდ მიეწოდებათ. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, საერთაშორისო მისიებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)