|
2022-04-14 22:36:33, 2193 ნახვა
სხვადასხვა
ბრაიანსკის ოლქის ხელისუფლებამ დაბომბვის შედეგად 100 სახლის დაზიანების შესახებ განაცხადა
ბრაიანსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზმა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის Rossiya 24-ის ეთერში განაცხადა, რომ სოფელ კლიმოვოს დაბომბვის შედეგად ასამდე სახლი დაზიანდა. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ დაბომბვა უკრაინელმა სამხედროებმა განახორციელეს, კიევი ამ ბრალდებებს უარყოფს. „დარტყმა მიაყენეს, კლიმოვოს რაიონულ ცენტრში ურბანული ტიპის დასახლებას, მოსახლეობას ცხრა ჭურვი მოხვდა. იცოდნენ, სად ისროდნენ და იცოდნენ, რომ ესროდნენ საცხოვრებელ სექტორს, საცხოვრებელ კორპუსებს. ორი. სახლები მთლიანად დაიწვა და 100-მდე სახლი დაზიანდა. სახლების დაზიანება სხვადასხვა სიმძიმისაა“, - განაცხადა ბოგომაზმა. 2021 წლის მონაცემებით, სოფელ კლიმოვოში დაახლოებით 12,5 ათასი ადამიანი ცხოვრობს. კურსკისა და ბრაიანსკის რეგიონებში დაბომბვა, რომელშიც რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინელი სამხედროები დაადანაშაულა, იყო პროვოკაცია „ანტიუკრაინული ისტერიის ჩასატარებლად“, განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრმა. ფეისბუქზე ცენტრის განცხადებაში საუბარია „მტრის განზრახვაზე“, განახორციელოს ტერორისტული აქტების სერია რუსეთის სასაზღვრო ზონაში, რათა გააერთიანოს რუსები უკრაინელების წინააღმდეგ. უკრაინის ხელისუფლებამ კატეგორიულად უარყო რუსეთის ტერიტორიაზე რაიმე სამხედრო ქმედებებში მონაწილეობა. ოთხშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თუ უკრაინა თავს დაესხმება რუსეთის ტერიტორიაზე, რუსეთის არმიას შეუძლია დარტყმა მიაყენოს უკრაინულ "გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს", მათ შორის კიევში.
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)