23:20 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-14 17:59:22, 766 ნახვა

ეკონომიკა
ოთარ შამუგია: „2022 წლისთვის გათვალისწინებულია გარემოსდაცვითი პატრულირების ეკიპაჟების გაძლიერება“

„ჩვენ გვესმის, რომ  ყველა ახალი რეგულაციის მიღება და პრაქტიკაში აღსრულება ვერ განხორციელდება, თუ ჩვენ არ გვექნება კონტროლისა და ზედამხედველობის ეფექტიანი და ძლიერი სისტემა“, - განაცხადა  „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში გამოსვლისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მინისტრის განმარტებით, დეპარტამენტის შესაძლებლობები, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ამ მიმართულებით მიმდინარე წელსაც არაერთი ღონისძიებების გატარება იგეგმება: „2022 წლისთვის გათვალისწინებულია გარემოსდაცვითი პატრულირების ეკიპაჟების გაძლიერება. ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს 82 ეკიპაჟი და დაგეგმილია ამ ციფრის 103-მდე გაზრდა.  წელსვე დაგეგმილია დაახლოებით 2 მილიონი ლარის ღირებულების თანამედროვე აღჭურვილობის შეძენა, მათ შორის, დრონები, ფოტოხაფანგები რაციები და სხვა თანამედროვე ტექნიკა-მოწყობილობები“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ  სახელმწიფოს მიერ გატარებული არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მიუხედავად, გარემოს დაცვის სფეროში კვლავ გამოწვევად რჩება ეფექტიანი აღსრულება და კონტროლი. შესაბამისად, მინისტრის თქმით, უახლოეს მომავალში სამინისტრო წარადგენს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა მიზანი იქნება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობებისა და თანამშრომელთა სტიმულირების მექანიზმების გაძლიერება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics