23:22 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-14 17:57:22, 1068 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში ტყის მართვის დაგეგმვა გაუმჯობესდა

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა, ტყის ინვენტარიზაციაა,  რომელიც ქვეყანაში  2014 წლიდან დაიწყო  და ამ ეტაპისთვის, დაახლოებით,  360 ათასი ჰექტარი მოიცვა. 

„ინვენტარიზაცია წარმოადგენს სრულფასოვანი ტყითსარგებლობის დაგეგმვის საფუძველს. სამინისტროს მიერ, 2018-2021 წლებში, საქართველოში პირველად ჩატარდა ტყის ეროვნული აღრიცხვა, რომელიც მოგვცემს ზუსტ სტატისტიკურ ინფორმაციას საქართველოს ტყეების შესახებ. ამ დროისთვის, ტყეების ინვენტარიზაცია საქართველოს ტყის მხოლოდ დაახლოებით 21%-ზეა განხორციელებული, ჩვენი მიზანია 2026 წლისთვის სრულად დასრულდეს საქართველოს ტყეების აღრიცხვა-ინვენტარიზაცია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. მნიშვნელოვანია, რომ ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმებულია სატყეო სააგენტოს სპეციალისტების მიერ გადამზადებული ახალგაზრდა მეტყვე-ტაქსატორები.  აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან აღდგა სატყეო საქმის სპეციალისტის პროფესიული სწავლება, შედეგად, მეტყევის პროფესიას დაეუფლა 156 ადამიანი, რომელთა 80% დასაქმდა სპეციალობით.

ოთარ შამუგიამ, 2021 წელს, იმ უპრეცედენტო საერთაშორისო ფინანსურ მხარდაჭერაზეც ისაუბრა, რომელიც  სატყეო სექტორის რეფორმის პრაქტიკაში განხორციელებას მოხმარდება.

კლიმატის მწვანე ფონდმა (GCF) საქართველოს გამოუყო 33 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი, რომელიც 3 რეგიონში (კახეთი, გურია და მცხეთა-მთიანეთი) ტყის სწორი მართვის ჩამოყალიბებას, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ხე-ტყის რესურსების რაციონალურ ათვისებას შეუწყობს ხელს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics