|
2022-04-13 18:09:17, 1394 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები" 2022 წელს საქართველოს დიპლომატიურ სივრცეში დაბრუნების 30 წლის იუბილეს მიეძღვნება და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება. აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშე კრისტოფერ ანდერსონი ეროვნულ არქივს ეწვია და ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორ თეონა იაშვილთან ერთად საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ საარქივო დოკუმენტებს გაეცნო. ეროვნულ არქივში ინახება აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობების დასამყარებლად გადადგმული პირველი ნაბიჯების, ქართულ-ამერიკული პოლიტიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და განვითარების, საქართველოში აშშ-ს პირველი საელჩოს გახსნის, უმაღლესი პირების ოფიციალური ვიზიტების და შეხვედრების, შეერთებული შტატებთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ამსახველი დოკუმენტები. ეროვნული არქივის VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისთვის თეზისების მიღება დაწყებულია. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ცალკე სექცია მიეძღვნება საქართველოს დიპლომატიურ სივრცეში დაბრუნების 30 წლის იუბილეს. კონფერენცია 2022 წლის 8-10 სექტემბერს გაიმართება. კონფერენციის პარალელურად, საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის საიუბილეოდ ეროვნულ არქივში გამოფენაც გაიმართება.
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)