|
2022-04-13 16:23:36, 1083 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტები აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქ. ბაქოში იმყოფებოდნენ
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტები აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქ. ბაქოში იმყოფებოდნენ. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა აზერბაიჯანის ვეტერინარიის კვლევით ინსტიტუტში, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ქართველი სპეციალისტები ვეტერინარიის კვლევით ინსტიტუტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ. შეხვედრა გაიმართა ვეტერინარიის კვლევით ინსტიტუტის დირექტორთან სიალა რუსტამოვთან, სადაც მხარეებმა ცხოველთა ინფექციური და არაინფექციური დაავადებების კვლევის მეთოდებზე ისაუბრეს. ქართველმა სპეციალისტებმა ინსტიტუტის თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია დაათვალიერეს. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის ვეტერინარიის კვლევითი ინსტიტუტის სპეციალისტებმა გასულ წელს გადამზადების კურსი საქართველოში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაიარეს, სადაც სეროლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით არსებული კვლევის მეთოდები შეისწავლეს. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს არაერთი ქვეყნის წამყვან ლაბორატორიებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი წარმატებული პროექტი ხორციელდება.
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)