|
2022-04-13 12:55:06, 1118 ნახვა
საზოგადოება
„მზიურისა” და ვაკე-საბურთალოს პოლიციის N1 განყოფილების მიმდებარედ სპორტული მოედანი მოეწყო
ბავშვთა ქალაქ „მზიურისა“ და ვაკე-საბურთალოს პოლიციის N1 განყოფილების მიმდებარედ FIFA-ს სტანდარტის მოედანი მოეწყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროექტის საერთო ბიუჯეტმა 1 184 000 ლარი შეადგინა. „მზიურისა“ და ვაკე-საბურთალოს პოლიციის N1 განყოფილების მიმდებარედ სპორტული მოედანი მოეწყო. აქ დაიგო FIFA-ს სტანდარტის ხელოვნური საფარი. გარდა ამისა, 208 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია; მოეწყო ხის კოტეჯი, სადაც განთავსდა გასახდელები და სველი წერტილები; მოეწყო გარე განათება და მოედნის გარშემო - ქვაფენილი“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, მოედნის მშენებლობის დასრულება MASTER LEAGUE-ის ახალი სეზონის დაწყებით აღინიშნება. „თბილისის მერიის მხარდაჭერით, მასტერ ლიგა უკვე მეოთხე წელია იმართება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს თბილისის ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა წინა წელთან შედარებით, გაზრდილია 35%-ით და რეგისტრირებული გუნდების რაოდენობამ დედაქალაქის მასშტაბით, ჯამში, 74 შეადგინა. აღნიშნული გუნდები სამ ლიგაში იქნებიან გადანაწილებული (MASTER LEAGUE, MASTER LEAGUE-II და MASTER LEAGUE-III). ჩემპიონატი გაიხსნება თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდებს შორის მატჩით. სასიამოვნოა, რომ აღნიშნულ ტურნირში ამდენი ახალგაზრდა ჩაერთვება. მეც მზად ვარ, მასში მონაწილეობა მივიღო და მხარი დავუჭირო ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)