|
2022-04-12 13:01:18, 1554 ნახვა
საზოგადოება
კომპანია „ჯეპრა“ საქართველოს ეროვნულ არქივთან და კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით საზედაო შრიფტს წარადგენს
14 აპრილს, 13:00 საათზე ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში საზედაო შრიფტის წარდგენა გაიმართება. საქართველოს მდიდარი კალიგრაფიული სკოლა აქვს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. ხელნაწერი წიგნის ეპოქაში, გარდა კალიგრაფიისა, გადამწერები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ტექსტის მხატვრულ გაფორმებას. საზედაო შრიფტს საფუძვლად სწორედ ეროვნულ არქივში დაცული XIV – XVIII საუკუნეების ხელნაწერებში გამოყენებული გრაფემები, ანუ საზედაო ასოები დაედო. „შუა საუკუნეების ქართულ წიგნის ხელოვნებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია დიდი ზომის მოხატულ საზედაო ასოებს, რომლებიც აბზაცის ან თავის დასაწყისს მიანიშნებენ. მოხარულები ვართ, რომ ახალი საზედაო შრიფტის შექმნით ქართული კალიგრაფიული ხელოვნების კიდევ ერთი ნიმუშის წარდგენის შესაძლებლობა გვეძლევა.“ - განაცხადა ჯეპრას სპეციალური პროექტების მენეჯერმა რუსუდან უსტიაშვილმა.
„შრიფტი დიდ დახმარებას გაუწევს ტექსტების დიზაინერებს ახალი იდეების განხორციელებაში, ამასთან პოპულარიზაციას გაუწევს ქართულ ხელნაწერთა გაფორმების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას.“- განაცხადა საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსმა ქეთევან ასათიანმა.
„ჩვენ მიერ შექმნილი შრიფტი ეფუძნება ხუთი სხვადასხვა ისტორიული ხელნაწერის საზედაო ასოებში გამოყენებულ კიდურყვავილოვან ორნამენტებსა და ხვეულებს. ამავე დროს, ყველა ასო ნიშანი თანამედროვე მოხაზულობითაა წარმოდგენილი და არ არის უცვლელი კოპირება ძველი საზედაო ასოებისა. ამიტომ შრიფტი ერთგვარი ხიდია ჩვენს მდიდარ წარსულსა და თანამედროვეობას შორის და ხაზს უსვამს კალიგრაფიის ხელოვნების უწყვეტობასაც: შუა საუკუნეების ტრადიციული მოხატულობის სტილი თანამედროვე ასოებზეა მორგებული.“-განაცხადა კალიგრაფმა დავით მაისურაძემ. შრიფტის ჩამოტვირთვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სრულიად უსასყიდლოდ შეეძლება ვებგვერდებიდან: calligraphy.ge და www.gepra.ge/fonts
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)