14:53 - 23 Jul, 2026
|
2022-04-09 13:46:13, 1305 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე - 9 აპრილი თავგანწირვის, თავისუფლებისა და ერთიანობის დღეა
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით - 9 აპრილი თავგანწირვის, თავისუფლებისა და ერთიანობის დღეა. „9 აპრილი თავგანწირვის, თავისუფლებისა და ერთიანობის დღეა. დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებმაც თავისუფლებისთვის ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს და ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობას აზიარეს. მადლობა 9 აპრილის გმირებს თავისუფლებისთვის!"- წერს თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში. 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, საბჭოთა არმიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)