|
2022-04-08 10:40:41, 1061 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ფოსტა „Post Europ“- ის სხდომაზე სპიკერად წარსდგა
ვამაყობ, რომ საქართველოში, მთელი ქვეყანა, საჯარო და კერძო სექტორი, ჩვენი მოქალაქეები, გაერთიანდნენ უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით. „საქართველოს ფოსტამ", როგორც ეროვნულმა ოპერატორმა, თავის მხრივ, უზრუნველყო ჰუმანიტარული გზავნილების გაგზავნა უკრაინელი ხალხისთვის, ასევე, ფიზიკურ პირებს მისცა საშუალება გამოეხატათ თანადგომა და უსასყიდლოდ გაეგზავნათ ამანათები დაზარალებულებისათვის," - განაცხადა „საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ ევროპის საფოსტო კავშირის „PostEurop" - ის ონლაინ შეხვედრაზე, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინაში, საომარი ვითარების ფონზე, საფოსტო ოპერატორების მიერ განხორციელებული ჰუმანიტარული მისიების განხილვასა და შემდგომი ქმედებების შემუშავებას. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა და გაიგზავნა. ასევე, აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ფოსტა" 28 თებერვლიდან დღემდე, ფიზიკური პირებისგან იღებს და უსასყიდლოდ აგზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათებს უკრაინის მიმართულებით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)