|
2022-04-07 14:48:37, 1272 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - დიდი ალბათობით, ჯანმო წელს პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 2020 წლის სექტემბრის შემდეგ დღეს პირველი დღეა, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირდა. როგორც NCDC-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, დიდი ალბათობით, წელს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს. „დღეს პირველი დღეა 2020 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც კორონავირუსით სიკვდილის ნულოვანი მაჩვენებელი გვაქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა პროგნოზით, რასაც დიდი საერთაშორისო ინსტიტუციები აკეთებენ, ეს სტაბილიზაცია უნდა გაგრძელდეს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემია არ გამოცხადებულა დასრულებულად, მაგრამ მისი მწვავე ფაზა, როგორც სტრატეგიულ დოკუმენტშია ნათქვამი, სრულდება. დიდი ალბათობით, თუ რაღაც ექსტრაორდინარული არ მოხდა ამ ვირუსის ბიოლოგიაში, წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიას გამოაცხადებს დასრულებულად“,- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. პირველად საქართველოში კოვიდის შემთვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა .
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)