|
2022-04-07 12:19:26, 1876 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯენ ფსაკი - არავის უნდა ჰქონდეს ილუზიები, რომ რუსეთის მიზნები უკრაინასთან მიმართებაში შეიცვალა
უკრაინაში ბუჩას ხოცვა-ჟლეტის მსგავსი უფრო მეტი მოვლენა მოხდება და არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ კრემლის მიზნები შეიცვალა, იმის მიუხედავად, რომ რუსეთმა უკრაინის ჩრდილოეთიდან ჯარები გაიყვანა, - ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. „მათი მიზანია უკრაინის მაქსიმალურად დასუსტება და ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს მიზანი შეიცავლა, მიუხედავად იმისა, შეიცვლება თუ არა მათი ტაქტიკა“, - განაცხადა ფსაკიმ. ამასთანავე, თეთრი სახლის წარმომადგენელმა რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებზეც ისაუბრა. „ჩვენ ვიცით, რომ ეკონომიკური სანქციების გავლენის გამო, იმ ნაბიჯების გამო, რაც ჩვენ წარსულში გადავდგით და ახლა ვდგამთ, ვხედავთ უდავო, მნიშვნელოვან გავლენას რუსეთის ეკონომიკაზე“, - განაცხადა ჯენ ფსაკიმ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)