|
2022-04-06 15:20:47, 1353 ნახვა
საზოგადოება
სარაჯიშვილის გამზირზე შუა გამყოფ ზოლში ლიბანისა და სარაჯიშვილის სკვერები რეაბილიტირდება
სარაჯიშვილი გამზირზე შუა გამყოფ ზოლში რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს ლიბანისა და სარაჯიშვილის სკვერების კეთილმოწყობაც დაემატა. მიმდინარე სამუშაოები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. „სარაჯიშვილის გამზირზე არსებული გზა გამყოფი ზოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხუთ ჰექტარზე მეტი ტერიტორიაა, რაც გვინდა, სრულად განახლდეს. აქ წლების წინ ტრამვაის ხაზი გადიოდა. წინა ხელისუფლების დროს გაუქმდა ეს ტრანსპორტი. ამ ადგილზე არსებულ გზაგამყოფზე დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. დაირგვება ხე-მცენარეები, გაკეთდება ველობილიკი, საფეხმავლო ბილიკი. ტერიტორიაზე დამონტაჟდება სარწყავი სისტემები, ატრაქციონები. რეკრეაციული სივრცე განათდება ლედ სანათებით. სამუშაოები ოქტომბერში უნდა დასრულდეს. პროექტის განხორციელების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს სივრცით, რომელიც ყველანაირად კეთილმოწყობილი და რეაბილიტირებული იქნება“ , - განაცხადა კახა კალაძემ. ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი კოტე ზარნაძე იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია, რომ მთლიანი სარეაბილიტაციო სივრციდან ლიბანის სკვერის ფართობი 6 000 კვადრატულ მეტრს, ხოლო სარაჯიშვილის - 7 000 კვ. მ-ს შეადგენს. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 7,5 მლნ ლარს შეადგენს. ამ ეტაპისთვის, დასრულებულია სადემონტაჟო სამუშაოები, მიმდინარეობს გრუნტის მოჭრა და გატანა, ასევე, იჭრება ტრანშეეები განათებისა და სარწყავი ქსელისათვის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)