17:23 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-30 11:42:45, 583 ნახვა

საზოგადოება
ილია ღუდუშაური გერმანიის განვითარების ბანკისა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს რეგიონულ დირექტორებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) რეგიონული ოფისის დირექტორ ბირგიტ ჰოლდერიდ-კრესსა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) სამხრეთ კავკასიის მისიის დირექტორ ვინსენტ დონტოს შეხვდა.  - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ჯაბა სირბილაძე და გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი ლიდია კრისტენსენი.

„მხარეებმა საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელეს. განიხილეს ამ ორგანიზაციების მხარდაჭერით, დევნილი ოჯახების განსახლების, საარსებო წყაროებისა და დასაქმების მიმართულებით განხორციელებული პროექტებიც. ასევე ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე.

როგორც ილია ღუდუშაურმა შეხვედრაზე აღნიშნა, დევნილი მოსახლეობის საკითხი ერთ-ერთი პრიორიტეტულია სახელმწიფოსთვის. ამიტომ, ამ მიმართულებით მუშაობა, მათ შორის დონორი ორგანიზაციების დახმარებით, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.“- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics