|
2022-03-30 11:25:18, 526 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია მარცვლეული კულტურების მწარმოებელ ფერმერებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მარცვლეული კულტურების მწარმოებელ ფერმერებს შეხვდა. შეხვედრაზე მარცვლეული კულტურების წარმოების ზრდის უზრუნველყოფისთვის სექტორში არსებული საჭიროებები და გამოწვევები განიხილეს. „უკვე წლებია, სახელმწიფოს პოლიტიკა მიმართულია ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობასა და იმპორტის ჩანაცვლებაზე. შედეგად, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ქართული პროდუქციის წარმოება და მისი რეალიზაცია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტი. ბოლო თვის განმავლობაში რეგიონში განვითარებულმა მძიმე ვითარებამ კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მოხდეს პირველადი მოხმარების პროდუქციის, განსაკუთრებით კი, ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის მაქსიმალურად მოკლე დროში ზრდა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენი მიზანია, სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განვსაზღვროთ მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში გასატარებელი ის ღონისძიებები, რაც დაგვეხმარება მიზნის მიღწევაში. პირველ ეტაპზე, მოხდება კრიტიკული საჭიროებების გამოვლენა და მხარდაჭერა, რათა შედეგს სწრაფად მივაღწიოთ. სამინისტრო აქტიურად იმუშავებს ისეთი კონკრეტული წინადადებების შემუშავებაზე, რომლებიც მისაღები და შედეგიანი იქნება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს აქვს რესურსი, ხორბლის თვითუზრუნველყოფა 50%-მდე გაზარდოს. შესაბამისად, სახელმწიფო მზად არის, შეიმუშავოს ისეთი მასტიმულირებელი პროექტები და ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ხორბლის წარმოების და მოსავლიანობის ზრდას. მარცვლეული კულტურების მწარმოებელმა ფერმერებმა, მინისტრს დეტალურად გააცნეს ხორბლის წარმოების კუთხით ქვეყანაში დღეს არსებული მდგომარეობა და ის ძირითადი საჭიროებები, რაც წარმოების გაზრდისთვის აუცილებელია. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ხორბლის წარმოების ზრდისთვის მნიშვნელოვანია მაღალპროდუქტიული სათესლე მასალის ორგანიზებული მიწოდება, საბრუნავი საშუალებებისთვის (სათესლე მასალა, სასუქი, პესტიციდები) ფინანსურ რესურსზე და შესაბამის ტექნიკაზე ხელმისაწვდომობა, მიწის პრივატიზებისა და იჯარის საკითხები, თესვის ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, აგროდაზღვევის გაუმჯობესება, სარწყავ წყალზე ხელმისაწვდომობა და ქარსაფარი ზოლების მოწყობა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სამინისტროს შესაბამისი უწყებები შეიმუშავებენ კონკრეტულ წინადადებებსა და ხელშემწყობ მექანიზმებს, რომელთა განხილვაც მომდევნო სამუშაო შეხვედრაზე, მარცვლეული კულტურების მწარმოებელ ფერმერებთან ერთად მოხდება . მარცვლეული კულტურების მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)