18:41 - 11 Jul, 2026
|
2022-03-29 09:50:02, 731 ნახვა
მსოფლიო
იაპონია რუსეთისთვის ძვირადღირებული მანქანების, მოტოციკლებისა და ალკოჰოლის მიწოდებას კრძალავს
იაპონიის ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი, ეკონომიკური სანქციები მოამზადა, რომელიც ქვეყანას უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ოფიციალური ტოკიოს გადაწყვეტილებით, 5 აპრილიდან რუსეთში იაპონური ძვირადღირებული მანქანების, მოტოციკლებისა და ალკოჰოლის ექსპორტი აირძალება. გარდა ამისა, აიკრძალება იაპონური ხელოვნების ნიმუშების, ბეწვის, სამკაულების, თამბაქოს და კოსმეტიკური საშუალებების მიწოდება რუსეთისთვის. ცნობისთვის, მანამდე დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს იაპონია ვერ შეუერთდა. ტოკიოს პოზიციის საპასუხოდ, რუსეთმა განაცხადა, რომ აჩერებდა მოლაპარაკებებს იაპონიასთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაზე და გააუქმა კურილის კუნძულებზე იაპონიის ვიზიტების უვიზო რეჟიმი.
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)