|
2022-03-28 15:59:53, 687 ნახვა
საზოგადოება
თბილისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა გრძელდება
თბილისის მერის ინიციატივით, უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებისა და გაგზავნის პროცესი გრძელდება. ბელიაშვილის N5-ში, სადაც ჰუმანიტარული დახმარების პუნქტია გახსნილი, კახა კალაძე დღესაც მივიდა და უკრაინელი ხალხისთვის დახმარების გაწევის მსურველებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. „მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია ამ პროცესში. ასევე, მოქალაქეებს, რომლებიც საკმაოდ ბევრნი არიან და თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაეხმარონ ჩვენს უკრაინელ დებს და ძმებს. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, საქართველოს ეროვნული ნაკრების თითოეულ წევრს მხარდაჭერისთვის, იმიტომ, რომ ბიჭების გადმორიცხული თანხებით მოხდა გარკვეული პროდუქტების შესყიდვა. ერთი ნაწილი ფედერაციამ უკვე გააგზავნა უკრაინაში, მეორე ნაწილი კი აქ არის წარმოდგენილი. თქვენ იცით, რომ საქართველოში ჩარჩენილი უკრაინელი მძღოლების კვებას და სხვა საჭიროებებს ცენტრალური ხელისუფლება და მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს. შესაბამისად, მათ სატვირთო მანქანებში დაიტვირთება ეს ტვირთი და გაიგზავნება უკრაინაში, სადაც გადანაწილდება იმ ქალაქებში, რომლებშიც ეს დახმარება ყველაზე მეტად საჭიროა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა კომპანიას და რიგით მოქალაქეებს ამ მხარდაჭერისთვის; მადლობა კომპანია „დაგს“. ბევრი კომპანია იღებს მონაწილეობას ამ საქველმოქმედო ღონისძიებაში, რაც, რა თქმა უნდა, დასაფასებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ. ბელიაშვილის N5-დან უკრაინაში ამჯერად, 50 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირება დაიწყო. ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში პროდუქტების შეგროვების პროცესი, უკვე სამ კვირაზე მეტია, მიმდინარეობს. 50 ტონამდე ტვირთი უკრაინაში ორი კვირის წინაც გაიგზავნა.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)