03:10 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-28 10:59:12, 592 ნახვა

ეკონომიკა
სტუდენტები სტარტაპებისთვის - „თიბისის“ პროგრამა სტარტაპერისა და თავისუფალი უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი იწყება

„თიბისის“ პროგრამა სტარტაპერი ახალ ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, ახალი იდეები და გამოცდილება მიიღონ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ახლა ეუფლებიან თავიანთ პროფესიას და რაღაც განსაკუთრებულის აღმოჩენა სურთ.

სწორედ ამ მიზნით, სტარტაპების მხარდასაჭერად და ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული მაგალითისა თუ ცოდნის მისაცემად, სტარტაპერი თავისუფალ უნივერსიტეტთან ერთად ახალ პროექტს განახორციელებს.  

სტარტაპები მათ წინაშე არსებულ მარკეტინგულ გამოწვევებზე მიიღებენ პოტენციურ გადაწყვეტებს სტუდენტებისგან, რომლებიც ამ დავალებას ლექტორებთან კონსულტაციით შეასრულებენ.  

პირველ ეტაპზე, სტარტაპებს შეუძლიათ გამოაგზავნონ მათ წინაშე არსებული მარკეტინგული გამოწვევები, რომელთა გადაჭრაზეც სტუდენტები იმუშავებენ.  თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები რეალურ ამოცანებს სასწავლო პროგრამის ფარგლებში ლექტორებთან ერთად დაამუშავებენ და შესრულებული სამუშაოს მიხედვით შეფასებებს მიიღებენ.

სტარტაპებისგან განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ სამუშაო ჯგუფი დაამუშავებს მიღებულ დავალებებს და გადარჩევის შედეგად მხოლოდ 3 სტარტაპი შეძლებს სტუდენტებისგან გამოწვევებზე ახალი იდეების მიღებას.

„თიბისის“ პროგრამა სტარტაპერი პროექტის ბოლოს გამოავლენს საუკეთესო გუნდს და გადასცემს საპრიზო თანხას - 6000 ლარს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics